აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

ელინა ვალტონენი – უსაფრთხოების საკითხებში ევროპის უფრო მეტ ჩართულობაზე აშშ-ის მოთხოვნა გამართლებულია, ევროპელებმა თავდაცვის სფეროში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადონ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აცხადებს, რომ ევროპის მიმართ აშშ-ის კრიტიკული რიტორიკის ფონზე ევროპელებმა ყურადღება თავდაცვაში ინვესტირებაზე უნდა გაამახვილონ.

ვალტონენი მიიჩნევს, რომ ნატო დღესდღეობით უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

„ფინეთმა და შვედეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უსაფრთხოებაში ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ. ევროპული ქვეყნები ბოლოს და ბოლოს სერიოზულად აღიქვამენ თავდაცვას და შეკავებას, რაც აისახება მათ სამხედრო ხარჯებზე. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის წვლილი. აშშ-ს არასოდეს უთქვამს, რომ დატოვებს ნატო-ს”, – განაცხადა ვალტონენმა.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ის მოთხოვნები ევროპელების მიმართ თავდაცვის გაძლიერების შესახებ გამართლებულია.

„ერთია ის, რაც საჯაროდ არის ნათქვამი, რიტორიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ შეჩვეულები ვართ და ალბათ ველოდებით შეერთებული შტატებისგან, თუმცა, შინაარსის თვალსაზრისით, აშშ-ის მოთხოვნა უსაფრთხოების საკითხებში ევროპის უფრო მეტი ჩართულობის შესახებ სავსებით გამართლებულია. ვფიქრობ, ევროპელებისთვის უფრო ლოგიკურია ფოკუსირება საკუთარ თავზე, რათა კონტინენტი ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გავხადოთ. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უფრო მეტ ინვესტიციას გულისხმობს თავდაცვაში“, – აღნიშნა ვალტონენმა.

იტვირთბა....