აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტავროპოლში დრონებით თავდასხმის შემდეგ ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

სტავროპოლში დრონებით თავდასხმის შემდეგ ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ მედიასაშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან აღნიშნულ ქარხანაზე თავდასხმა, სულ მცირე, ექვსჯერ განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის გამო ხანძარი გაჩნდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში. მანამდე ქალაქში დრონით თავდასხმის გამო განგაში გამოცხადდა. ნაბერეჟნიე ჩელნიში ხანძარმა 6000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.

ამასთან ცეცხლი ელექტრომოწყობილობების წარმოების ქარხანაშიც გავრცელდა. ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

იტვირთბა....