კიშინეუში მიმდინარე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს შეხვდა.
განცხადების თანახმად, განიხილეს საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული თანამშრომლობა.
ამასთან ერთად, ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა ლუქსემბურგის ვიცეპრემიერს და ვაჭრობის მინისტრს. პრესსამსახურის განცხადებით, ხაზი გაესვა საქართველოს როლს და პერსპექტივებს დაკავშირებადობის კონტექსტში.
“შეხვედრაზე ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს, რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს. აღინიშნა ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს პროგრესი და ამ მიმართულებით არსებული პრიორიტეტები. ხაზი გაესვა საქართველოს როლს და პერსპექტივებს დაკავშირებადობის კონტექსტში.
საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მხარეებმა განიხილეს მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები”. – ნათქვამია განცხადებაში.

