აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა” – სერგეი ლავროვი

სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყველა პრივილეგიის დაკარგვის რისკის ქვეშაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს და ერევანს შორის ურთიერთობები მჭიდრო და მოკავშირეობრივია, თუმცა, ამავდროულად, ადვილი არ არის.

„დასავლეთი ცდილობს, დსთ-ს ზოგიერთი სხვა წევრის მაგალითის მსგავსად, დაიმორჩილოს და გაწყვიტოს სომხეთის ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პარტნიორებთან“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამისათვის მან უნდა დააკმაყოფილოს ორგანიზაციის სტანდარტები.

იტვირთბა....