აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ზელენსკის რეჟიმი ცდილობს უკრაინისთვის ახალი დღესასწაულის – 8 მაისის ევროპის დღის მნიშვნელობის ამაღლებას” – მარია ზახაროვა

უკრაინელების მთავარი მტერი არა რუსეთი ან რუსები, არამედ ნაციონალისტური უმცირესობაა, რომელმაც კიევში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, ქვეყანა დასავლეთის მარიონეტად აქცია და კორუფციისა და ნეონაციზმის უფსკრულში ჩააგდო – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საუბრობს.

მისივე მტკიცებით, “ზელენსკის რეჟიმი” ცდილობს ევროპის დღე – 8 მაისი, უკრაინისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე 9 მაისი:

„ვიცით, რომ ზელენსკის რეჟიმი ცდილობს უკრაინისთვის ახალი დღესასწაულის – 8 მაისის ევროპის დღის მნიშვნელობის ამაღლებას. რა თქმა უნდა, გამარჯვების დღის საზიანოდ. აქედან არაფერი გამოდის. ადამიანებს მთელ უკრაინაში ისევ ახსოვთ და პატივს მიაგებენ თავიანთ ნამდვილ გმირებს, რომლებმაც მსოფლიო ყავისფერი ჭირისგან იხსნეს. რეალურმა რეპრესიების მუქარამაც კი ვერ შეაჩერა ისინი….” – თქვა ზახაროვამ.

იტვირთბა....