აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ანდრეი ერმაკისთვის შეფარდებული გირაოს ნაწილი, 30 მილიონი გრივნა გადაიხადა

უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელისთვის, ანდრეი ერმაკისთვის შეფარდებული გირაოს ნაწილი, 30 მილიონი გრივნა გადაიხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სერგეი რებროვმა ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელის თანამდებობა 2026 წლის აპრილში დატოვა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს 14 მაისს დააკავეს. ერმაკი ფიგურირებს საქმეში, რომელიც კიევის სიახლოვეს ელიტური კომპლექსის, „დინასტიის“ მშენებლობისას 460 მილიონი გრივნის (10 მილიონი დოლარის) გათეთრებას ეხება. ერმაკს 140 მილიონი გრივნის გირაო დაეკისრა. არსებული ინფორმაციით, 45,5 მილიონი გრივნა უკვე დაფარულია, დაახლოებით 95.4 მილიონი გრივნა კვლავ გადასახდელია.

ერმაკმა განაცხადა, რომ ამ რაოდენობის თანხა არ აქვს და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე ადვოკატი მის მეგობრებსა და ნაცნობებს გაესაუბრება.

იტვირთბა....