აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენთვის „ნაცები“ წითელი ხაზია, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“, ალიანსში გაწევრიანება არც განგვიხილავს და არც განვიხილავთ” – გიგა ფარულავა

ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიგა ფარულავას განცხადებით, მისი პარტია ოპოზიციურ ალიანსში არ გაწევრიანდება.

ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ფარულავა ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთვის „ნაცები“ წითელი ხაზია.

„ჩვენთვის წითელი ხაზი მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცებია“. ეს დაადასტურა კობახიძემაც და მდინარაძემაც, რომელმაც პირდაპირ ეთერში აღიარა, როგორ დაგეგმა და განახორციელა 4 ოქტომბერი მათ მიერ ჩანერგილი აგენტების მეშვეობით. მათი დღის წესრიგი არ გვაინტერესებს, თავიანთ საქმეს მიხედონ. ალიანსში გაწევრიანება არც განგვიხილავს და არც განვიხილავთ. მოსყიდული „ნაცები“ არიან, ძველი და ახალი „ნაცები“. კობახიძემ თქვა, რომ ჩანერგილის სახით „ანიტები“ ჰყავდათ. ბევრი ფაქტია იმის, სუს-ი და „ოცნება“ როგორ აძლევენ აგენტებს, არჩევნების წინ ან მას შემდეგ ფულს. ფაქტები აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ისინი „ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებენ”, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერნა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ.

იტვირთბა....