„ოპოზიციური ალიანსი“ 6 ძირითად პირობას ასახელებს, „რომლის შესრულებაც აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“.
„ოპოზიციური ალიანსის“ მიერ დასახელებული 6 ძირითადი მოთხოვნა შემდეგნაირია:
პირველი – საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს, უნდა გახდეს სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებული. 2020-2024 წლის არჩევნების შედეგად ბარიერგადალახული პარტიების საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს თითო წარმომადგენლით, ყველა შემდეგი კომისია უნდა დააკომპლექტოს ახალმა კომისიამ ამ პრინციპით. 2024 წლის არჩევნებს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, თუმცა, ბარიერგადალახულის პრინციპიდან გამომდინარე იღებენ ამ მაჩვენებელს.
მეორე – ემიგრანტებს უნდა დაუბრუნდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა. უბნები გაიხსნას ქვეყნით გარეთ, სადაც იქნება ემიგრანტების ის რაოდენობა, რაც დოკუმენტში არის ასახული.
მესამე – გამკაცრდეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი, დაემატოს სახის ამომცნობი აპარატები.
მეოთხე – აუდიტის, შესწავლა- შემოწმების ნაწილში მოწცვეული იყოს სანდო საერთაშორისო კომპანია, რომელიც აუდიტირებას გაუწევს საარჩევნო პროცესს.
მეხუთე- გაიხსნას სიები, შესაძლებელი გახდეს ამომრჩეველთა მონაწილეობის გასაჯაროება.
მეექვსე – საარჩევნო დავები განიხილოს სპეციალურად შექმნილმა სასამართლო კოლეგიებმა, რომელი საერთო შეთანხმების საფუძველზე იქნება შედგენილი.
როგორც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა.
„პირველ რიგში, ყველას გელოდებით, მთელ საქართველოს, 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ.
„ოპოზიციურ ალიანსს“ „ქართული ოცნების“ შეცვლა მთავარ ამოცანად აქვს დასახული. პირველ რიგში, ეს მიგვაჩნია სამართლიანი და თანასწორი არჩევნების გზით, სანამ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ასევე, უნდა გაუქმდეს რეპრესიული კანონები“,- აღნიშნა თენგო თევზაძემ.

