აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიოს, რათა ასეთი დარტყმები, რომლის დროსაც ბავშვები იღუპებიან, უფრო მეტად არ გავრცელდეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე თავდასხმაზე

კიევში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი და 48 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

„ასეთი რუსეთის ნორმალიზაცია შეუძლებელია – რუსეთის, რომელიც განზრახ ანადგურებს სიცოცხლეს და იმედოვნებს, რომ დაუსჯელი დარჩება. საჭიროა ზეწოლა. სწორედ უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიოს, რათა ასეთი დარტყმები, რომლის დროსაც ბავშვები იღუპებიან, უფრო მეტად არ გავრცელდეს. ამიტომ უნდა გაგრძელდეს სიცოცხლის დამცველების მხარდაჭერა. ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვა ყოველთვის საჭიროა. მადლობას ვუხდი პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ ინვესტირებას PURL ინიციატივაში და ავითარებენ ჩვენს ანტიბალისტიკურ კოალიციას. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....