კიევში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა – უკრაინაში გლოვის დღე გამოცხადდა – ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 47 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სამაშველო ჯგუფები ადამიანების ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტების 14 მაისის თავდასხმა კიევზე ომის განმავლობაში ერთ-ერთი მასშტაბური იყო.

