ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გამოკითხულთა 52 % საქართველოს პროდასავლურ კურსს უჭერს მხარს

IRI-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებით,  საქართველოში გამოკითხულთა 52 % ფიქრობს, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამავე დროს რუსეთთან კავშირები უნდა შეინარჩნოს.

11 % აზრით, საქართველოს პრორუსული კურსი უნდა გააჩნდეს, თუმცა, ამავე დროს დასავლეთთან ურთიერთობა შეინარჩუნოს, ხოლო 4 % ფიქრობს, რომ ქვეყნის კურსი უნდა იყოს პრორუსული.

IRI-ის ინფორმაციით, გამოკითხვა 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა და სულ  მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.

იტვირთბა....