აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

” უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას და მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს – რუსეთის ელჩს განვუცხადე, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ზაკარპატიეზე დარტყმები” – ანიტა ორბანი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე ზაკარპატიეზე თავდასხმის გამო პროტესტი გამოხატა.

„ზაკარპატიეს გუშინდელ დაბომბვასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარე. შეხვედრა ახლახან დასრულდა. კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რუსეთის ელჩს განვუცხადე, რომ უნგრეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ზაკარპატიეზე დარტყმები,“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა.

მისი თქმით, რუსეთის ელჩ ევგენი სტანისლავოვთან შეხვედრაზე „ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დაუყოვნებლივ დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს“.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური იერიშები განახორციელა, მათ შორის, რუსულმა დრონებმა ობიექტები ზაკარპატიეშიც დააზიანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად, უნგრეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

იტვირთბა....