აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპმა სი ძინპინი აშშ-ში მიიწვია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სი ძინპინი სექტემბერში აშშ-ში მიიწვია.

„კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ შესანიშნავი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ საღამოს თქვენ და ქალბატონი პენი (ჩინეთის პირველი ლედი პენ ლიუანი) 24 სექტემბერს თეთრ სახლში მიგიწვიოთ. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ შეხვედრას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის დიდ სახალხო დარბაზში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე.

დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან დღევანდელ შეხვედრას „პოზიტიური და პროდუქტიული“ უწოდა.

„ეს საღამო კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ მეგობრებთან ერთად ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც დღეს განვიხილეთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....