აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„დედაქალაქში დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევის ოლქში 7. ხარკოვში 28 ადამიანია დაშავებული. კიევის დარნიცკის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ. 10 ადამიანი დაკარგულად ითვლება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დღეს ხერსონში, რუსულმა ძალებმა გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ავტომობილს ორჯერ შეუტიეს.

„შეუძლებელია, რომ რუსებს არ სცოდნოდათ, თუ რომელ ავტომობილს ურტყამდნენ. ავტომობილში ოფისის ხელმძღვანელი და კიდევ რვა თანამშრომელი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, – აღნიშნავს ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის დარტყმებს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს.

„რუსეთზე ზეწოლა ისეთი უნდა იყოს, რომ მათ თავიანთი ტერორის შედეგები იგრძნონ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციები ძალაში დარჩეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

იტვირთბა....