IRI და NDI ორკესტრირებულად მუშაობენ ”ნაციონალურ მოძრაობაზე”, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური IRI-ს კვლევას ეხმაურება.
“შემზადება ხდება საზოგადოებრივი აზრის, რომ შემოდგომაზე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები – სურვილი აქვთ, რომ უკრაინული ვარიანტის მსგავსი რამ აქაც გაიმეორონ, მაგრამ მეეჭვება ეს მოახერხონ. ისინი აბსოლუტურად გაკოტრებულები არიან თავიანთ სატელიტებთან ერთად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.