ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, ტაივანის ხელმძღვანელობამ პეკინს რეგიონში არასტაბილურობის ერთადერთი წყარო უწოდა.
მანამადე ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ტაივანის დამოუკიდებლობა მშვიდობასთან შეუთავსებელია.
„ჩინეთის სამხედრო საფრთხე ტაივანის სრუტესა და ინდო-წყნარი ოკეანის უფრო ფართო რეგიონში არასტაბილურობის ერთადერთი წყაროა. თავდაცვის უწყვეტი გაძლიერება და ერთობლივი ეფექტური შეკავება რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია“, – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, მიშელ ლიმ.
ტაიპეის მხრიდან ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ტაივანი „ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია“ და მისი არასწორად მოგვარების შემთხვევაში, შესაძლოა, „ძალიან საშიში სიტუაცია“ შეიქმნას.
ჩინეთი თვითმმართველ კუნძულს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს.
„ტაივანის დამოუკიდებლობა და სრუტეზე მშვიდობა ისეთივე შეუთავსებელია, როგორც ცეცხლი და წყალი“, – განაცხადა სი ძინპინმა.
ვაშინგტონი ტაივანთან მჭიდრო არაოფიციალურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.

