ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

IRI-ის მიხედვით “პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგი” გამოქვეყნდა

IRI-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში “საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე 75%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 64%%-ით, მესამე მეოთხე ადგილებს კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინაწილებენ 60-60%-ით.

გიორგი კვირიკაშვილს კეთილგანწყობას, მას 56%-იანი მაჩვენებელი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძეს კი, 54%.

რეიტინგში შემდეგ მოდიან ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ლიდერი შალვა ნათელაშვილი – გამოკითხულთა 50 %-ის კეთილგანწყობით,  პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი – 48%-იანი კეთილგანწყობით და ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კეთილგანწყობის 36%-იანი მაჩვენებლით.

IRI-ის ინფორმაციით, გამოკითხვა 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში. სულ 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.

იტვირთბა....