გასულ ღამეს უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 56 რაკეტიდან 41, 675 დრონიდან კი 653 ჩამოაგდო – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, რუსების სამიზნე კიევი და მისი ოლქი იყო.
თავდასხმების დროს ჩამოგდებულია 3 „კინჟალი“ და 18-დან 12 ბალისტიკური რაკეტა. საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ჯარები, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფები და მობილური ჯგუფები.

