უნგრეთმა რუსეთის ელჩი უკრაინის დასავლეთ რეგიონზე, ზაკარპატიის ოლქზე თავდასხმის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა.
საქმე ეხება ქალაქს, რომელიც უნგრეთს ესაზღვრება და ოლქის მოსახლეობის დაახლოებით 20% ეთნიკურად უნგრელია. ზაკარპატი უკრაინის დასავლეთ რეგიონში მდებარეობს.
“უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაკარპატიეზე” – განაცხადა მადიარმა.
მისი თქმით, უნგრეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა რუსეთის ელჩი შეხვედრაზე 14 მაისს 11:30 საათზე დაიბარა.

