აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სპარსეთის ყურეში ირანის მოქმედებების შესაკავებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჩინეთს მოუწოდებს, უფრო აქტიური როლი შეასრულოს სპარსეთის ყურეში ირანის მოქმედებების შესაკავებლად.

„მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჰორმუზის სრუტეში კრიზისის გამო თუ დაინგრევა, ისინი ნაკლებ ჩინურ პროდუქციას იყიდიან და ჩინეთის ექსპორტი მკვეთრად დაეცემა. ამიტომ, მათ პირდაპირი ინტერესი აქვთ, ეს კრიზისი გადაიჭრას. ვიმედოვნებთ, დავარწმუნებთ მათ, უფრო აქტიური როლი შეასრულონ სპარსეთის ყურეში ირანის ქმედებების შეჩერებაში“, – განაცხადა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.

„მათ მკაფიოდ ვუთხარით, რომ ირანის ნებისმიერი მხარდაჭერა საზიანო იქნება ჩვენი ურთიერთობისთვის. ეს, რა თქმა უნდა, სავაჭრო მოლაპარაკებებსაც ეხება“, – განმარტა მარკო რუბიომ.

რუბიომ ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვერ იქნება სრულად დამოკიდებული რომელიმე ქვეყანაზე, მათ შორის ჩინეთზე.

„ჩვენ თავად უნდა ვაწარმოოთ ის, რაც გვჭირდება“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

იტვირთბა....