რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკურ ეკლესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას ამღლების დღესაწაულს ულოცავს.
„დღეს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ამაღლებას დღესასწაულობენ.
ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. სახარება გვაუწყებს, რომ ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალი უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს, აღუთქვა მათ, რომ მოუვლენდა სულიწმინდის მადლს და იერუსალიმში დარჩენა უბრძანა. ამის შემდგომ გამოიყვანა მოწაფეები ელეონის მთაზე, აკურთხა და ზეცად ამაღლდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლებას გილოცავთ და მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“, – ნათქვამია მილოცვაში.

