მთავარი მსოფლიო

თვითმფრინავი ფრინველთან შეჯახების შედეგად დაზიანდა და აეროპორტში დაბრუნდა

American Airlines-ის თვითმფრინავი სიეტლის აეროპორტში მას შემდეგ მიბრუნდა, რაც აფრენისას მას ფრინველი შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ თვითმფრინავის წინა ნაწილი შეიღუნა, თუმცა კომპანიის წამრომადგენლის განცხადებით, დაზიანება თვითმფრინავისთვის სახიფათო არ არის.

აეროპორტის წარმონადგენლის თქმით, ჯერ უცნობია რომელი ფრინველი დაეჯახა თვითმფრინავს.

ბორტზე 150 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. მგზავრები დალასში სხვა თვითმფრინავით გაამგზავრეს.

იტვირთბა....