აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპა მიდის უკან საბჭოთა კავშირისაკენ, სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით” – ირაკლი ქადაგიშვილი

ევროპა მიდის უკან საბჭოთა კავშირისაკენ, სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

“მიზანი არის ერთი რამ, რომ აზროვნება ადამიანებისა და მათი პოლიტიკური განწყობები მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. კორექტული და პოლიტკორექტული მედიებით უნდა ხორციელდებოდეს. ეს არის თანამედროვე ენაზე გამოთქმული მიდგომა, რასაც საბჭოთა კავშირის დროს მარტივად ერქვა საბჭოთა იდეოლოგია და ის უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ ყველა მედიის განმსაზღვრელი. ევროპა მიდის უკან საბჭოთა კავშირისაკენ, სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით” – თქვა ქადაგიშვილმა.

13 მაისს “ტვ იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა მათ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ასევე, მოლდოვის მთავრობამ “ტვ იმედს”, “რუსთავი 2-სა” და “PosTV-ის” ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა. სესიას ბოჭორიშვილიც დაესწრება.

იტვირთბა....