უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს მადლობას უხდის უკრაინაზე განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მნიშვნელოვანი მესიჯი მიიღო პეტერ მადიარისგან რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დაგმობის შესახებ.
„მოსკოვმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საერთო საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისა და მთლიანად ევროპისთვის. შეტევა გრძელდება. ჩვენი საერთო პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომის დასასრულებლად. გმადლობთ თანაგრძნობისა და მტკიცე პოზიციისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსულმა მხარემ უკრაინის მიმართულებით მასირებული შეტევა განახორციელა. როგორც მედია წერს, განსაკუთრებით მძიმე ვითარება იმიერკარპატების რეგიონში შეიქმნა, სადაც 11 უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, თუმცა ნაწილის სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდა.

