აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა კიევს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი

რუსულმა ძალებმა წუხელ კიევს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დარნიცკის რაიონში შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ხალხია ჩარჩენილი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის დარნიცკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა და ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 16 ადამიანი.

იტვირთბა....