საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზს გადასცემს.
ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “ეს ჯილდო აღიარებს მის განსაკუთრებულ მიღწევებს დემოკრატიის წინსვლის საქმეში”.
ჩვენი ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიასა და 85 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს გადავცემთ Mark Palmer-ის პრიზს. ეს ჯილდო აღიარებს მის განსაკუთრებულ მიღწევებს დემოკრატიის წინსვლის საქმეში,” – წერს ორგანიზაცია X-ზე.
ცნობისთვის, აღნიშნული ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემათ დიპლომატებსა და საერთაშორისო საჯარო მოხელეებს მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისთვის საქმიანობაში.

