ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აპირებს, სი ძინპინს ამერიკული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზრის გახსნა სთხოვოს – „ფაინენშალ თაიმსი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს სთხოვოს სი ძინპინს „გახსნას“ ჩინეთის ბაზარი ამერიკული კომპანიებისთვის.  ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

პეკინში სამიტზე ასევე დაგეგმილია ირანთან ომის საკითხის განხილვაც.

ჩინეთში ვიზიტისას, ბიზნეს მიზნების პრიორიტეტულობის ხაზგასასმელად დონალდ ტრამპთან ერთად პეკინში იმყოფებიან უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. მათ შორის Nvidia-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი და მილიარდერი ილონ მასკი.

„მე ვთხოვ პრეზიდენტ სი ძინპინს, გამორჩეულ ლიდერს, „გახსნას ჩინეთი“, რათა ამ ბრწყინვალე ადამიანებმა შეძლონ თავიანთი „მაგიის“ შექმნა და დაეხმარონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანაში,“ — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელებში ვაშინგტონიდან გამგზავრების შემდეგ.

პეკინში მიემგზავრებიან სხვა ბიზნეს ლიდერებიც, მათ შორის კომპანია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი.

2017 წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პირველად ჩავიდა ჩინეთში.

ვიზიტი მოიცავს ხანგრძლივად მოლაპარაკებებს სი ძინპინთან. შეხვედრა 14-15 მაისს არის დაგეგმილი.

იტვირთბა....