ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ტელეკომპანია “იმედს” ერთი წლით საქმიანობა აუკრძალა

ევროპარლამენტმა პროპაგანდისტულ TV იმედს საქმიანობა 1 წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი უთხრა. მედიის ცნობით, “TV იმედი, რუსთავი 2 და POSTV ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიას”, სადაც ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება წარმოდგენილი.

განცხადებას, რომლითაც აღნიშნულ მედიებს აკრედიტაციაზე უარის უთხრეს, TV იმედი ავრცელებს.

“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის და მოლდოვის რესპუბლიკაში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის შესაბამისად. პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა”. – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, TV იმედის ცნობით, ტელეარხმა ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის მიხედვითაც, “იმედს” 1 წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟის შემდეგ მიიღეს.

იტვირთბა....