რუსეთმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრზე ძებნა გამოაცხადა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბენ უოლესი ძებნილთა სიაში შეიყვანა.
„იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, – ნათქვამია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში განთავსებულ განცხადებაში.
განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რომელი მუხლით გამოცხადდა ძებნა.
ბენ უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2019-2023 წლებში იკავებდა.

