ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზში შანელის მაღაზია გაძარცვეს

პარიზში შანელის მაღაზია გაძარცვეს,- ამის შესახებ გამოცემა wwd.com წერს, რომელიც მასალებს მოდის სიახლეების შესახებ აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მაღაზიიდან 300 ათასი ევროს ღირებულსების ნივთების მოპარვაზე, თუმცა გამომძიებლების ინფორმაციით, ჯერ ზარალი დათვლილი დათვლილი არ არის.

მძარცველებმა მაღაზიაში შესაღწევად შესასვლელ კარს მანქანა შეაჯახეს. პოლიციის განცხადებით დამნაშავეები სამი იყვნენ. მათ მაღაზიიდან ძირითადად ჩანთები და საფულეები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლეტით მიიმალნენ.

გაქცევამდე მძარვბელებმა ის მანქანა დაწვეს, რომლითაც მაღაზიის კარი შეამტვრიეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. პოლიცია კი დამნაშავეებს ეძებს.

იტვირთბა....