აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რეზა ფეჰლევი დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით განსხვავებული სიგნალების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტრამპმა ისლამისტური რეჟიმის დამხობის საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს

ირანის ბოლო შაჰის შვილი, რეზა ფეჰლევი აშშ-ის პრეზიდენტს,  დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით განსხვავებული სიგნალების გაგზავნის გამო აკრიტიკებს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

რეზა ფეჰლევის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს ირანის ომში მისი განზრახვების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი შეტყობინებების გაგზავნა და ამის ნაცვლად „დაასრულოს“ თეირანის ისლამისტური რეჟიმის დამხობის საქმე.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ფეჰლევიმ, რომელიც ზოგადად მხარს უჭერს ტრამპს, განაცხადა, რომ აშშ-მა და ისრაელმა უნდა გააგრძელონ საჰაერო დარტყმები და სხვა თავდასხმები ირანის სამიზნეებზე, ვიდრე ირანის მოქალაქეები საკმარისად ძლიერად არ იგრძნობენ თავს, რათა ქუჩებში გავიდნენ და სახმელეთო ჯარების სახით იმოქმედონ რეჟიმის დამხობის მიზნით.

„ახლა, როცა მხეცი დაჭრილი არის, ეს არ არის შესაძლებლობა, რომელიც უნდა გაუშვა ხელიდან, რათა საქმე დაასრულო და ბოლომდე მიიყვანო. უნდა მიეცეს თუ არა დიპლომატიას შანსი? რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს. თუმცა, მეორე, მხრივ… ჩვენ უკვე ვიცით, რომ [რეჟიმს] თავისი დნმ-ის მიხედვით არ შეუძლია თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებასთან თანაარსებობა. მისი მისიაა იდეოლოგიის ექსპორტი“, – აღნიშნა რეზა ფეჰლევიმ.

იტვირთბა....