ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის მიზნით საერთაშორისო საზოგადოებას მხარს დავუჭერთ, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, ან გიუ-ბეკმა განაცხადა.
სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, ან გიუ-ბეკის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის საკითხი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, პიტ ჰეგსეტთან შეხვედრაზე განიხილა.
მისი თქმით, სამხედრო მხარდაჭერის საკითხზე ჯერ მოლაპარაკებები არ ყოფილა.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოების საიმედო წევრი, ჩვენ ეტაპობრივი წვლილის შეტანის გზებს განვიხილავთ“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა.

