თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე შეზღუდვები მოხსნა.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანი ბადალიანმა განაცხადა, რომ ერევანი მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაში ბარიერების მოხსნის შესახებ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის კიდევ ერთი შედეგია.
„ეს გადაწყვეტილება აუცილებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნეს კავშირების გაფართოების, რეგიონში ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობის და მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრული და ნორმალური ურთიერთობების განვითარებისკენ, რომელიც ლოგიკურად შეიძლება გაგრძელდეს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნით და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაში.
პარალელურად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ონჯუ კეჩელი აღნიშნავს, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცესი 2026 წლის 11 მაისის მდგომარეობით დასრულდა.
„ორ ქვეყანას შორის საერთო საზღვრის გახსნის მიზნით საჭირო ტექნიკური და ბიუროკრატიული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ონჯუ კეჩელიმ.

