აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონში ქალაქ პოკროვსკს არ ტოვებენ, თუმცა შესაძლოა, ქალაქ მირნოგრადიდან გავიდნენ

უკრაინის თავდაცვის ძალები დონეცკის რეგიონში ქალაქ პოკროვსკს არ ტოვებენ, თუმცა შესაძლოა ქალაქ მირნოგრადიდან გავიდნენ. უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებს არ მიუღიათ მითითება პოკროვსკის დატოვების შესახებ, სადაც უკრაინული ჯარები კვლავ რჩებიან პოზიციებზე ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა, მირნოგრადში სიტუაცია გაცილებით რთულია და შესაძლოა, იქ კონტროლირებადი გასვლის საკითხი განიხილონ.

წყაროს ცნობით, რუსი ჯარისკაცები პოკროვსკს პირადი შემადგენლობის დაგროვების ადგილად მიიჩნევენ და იქ რეზერვები გადაჰყავთ.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი პოზიციური თავდაცვის შენარჩუნებაა; იქიდან გასვლას ჯერ არავინ გეგმავს“, – აღნიშნა წყარომ.

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ საომარი მოქმედებების ინტენსივობა მაღალი რჩებოდა, განსაკუთრებით 9-11 მაისის ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის დროსაც კი. ამავდროულად, მისი თქმით, რუსულმა ძალებმა გასულ წელთან შედარებით შეამცირეს მართვადი ბომბების რაოდენობა, თუმცა ავიაცია კვლავ მთავარი ზეწოლის ფაქტორად რჩება.

პარალელურად, ანალიტიკური პროექტის, „დიფ სთეითის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში ახალი გარღვევა განახორციელეს და ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით წინ წაიწიეს.

იტვირთბა....