აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ საბრძოლო პირობებში დრონების გამოყენების შესწავლის მიზნით, უკრაინაში დამატებით პერსონალს აგზავნის – „ამ კონფლიქტიდან ყველა შესაძლო გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ“ 

პენტაგონმა უკრაინაში სამხედროები გაგზავნა, რათა რეალურ საბრძოლო პირობებში დრონების გამოყენება ისწავლონ.

ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სენატში მოსმენისას განაცხადა.

სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა ჰეგსეტს ჰკითხა, მხარს უჭერს თუ არა პენტაგონის მაღალჩინოსნებისა და სამხედროების უკრაინაში გაგზავნას გამოცდილების გაზიარებისთვის, რასაც ომის მდივანმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ პირადად დაამტკიცა დამატებითი პერსონალის გაგზავნა.

„მე პირადად დავამტკიცე დამატებითი პერსონალის განლაგება დრონების ბრძოლის ველის შესასწავლად როგორც შეტევითი, ასევე თავდაცვითი ასპექტებით, რათა ამ კონფლიქტიდან ყველა შესაძლო გაკვეთილი ვისწავლოთ და რეალურ დროში გამოვიყენოთ ისინი თავდაცვისა და ბრძოლის იმ ეპოქაში, როდესაც დრონების დომინირება გარდაუვალად იქცა“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.

იტვირთბა....