აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანში სიკვდილით დასაჯეს 32 წლის მამაკაცი, რომელიც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული” – მედია

ირანში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელიც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებადამცველი ჯგუფის, HRANA-ს ცნობით, 32 წლის ეჰსან აფრაშტეჰი 2024 წელს დააკავეს და 2025 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს.

მოგვიანებით, ირანის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

იტვირთბა....