აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

460 მილიონი გრივნის საქმე — ანდრეი ერმაკი კორუფციულ სკანდალში გაეხვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, კორუფციულ სკანდალში გაეხვა. უკრაინის ანტიკორუფციული უწყებები მას ფულის გათეთრების საქმეზე ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, საქმე კიევის მახლობლად მდებარე ელიტურ სამშენებლო პროექტს უკავშირდება, სადაც, სამართალდამცველების ვერსიით, ორგანიზებულმა ჯგუფმა 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაცია მოახდინა.

საქმეზე ერმაკთან ერთად კიდევ ექვსი პირი ფიგურირებს. პროკურატურა სასამართლოსგან მათთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვს, გირაოს ალტერნატივით. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქმე ე.წ. „დინასტიის“ ელიტურ კოტეჯურ კომპლექსს ეხება, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, ფულის გათეთრების სქემაში გამოიყენებოდა.

НАБУ-ს ცნობით, გამოძიება რამდენიმე წელია მიმდინარეობს და უკავშირდება ფართომასშტაბიან კორუფციულ სქემას ენერგეტიკის სექტორში. ანტიკორუფციული უწყებები აცხადებენ, რომ ჯგუფი 2021-2025 წლებში მოქმედებდა და უკანონოდ მიღებული თანხების ლეგალიზაციას ელიტური მშენებლობების მეშვეობით ახორციელებდა.

თავად ანდრეი ერმაკი ბრალდებებს უარყოფს. საქმე უკვე უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ანტიკორუფციულ გამოძიებად სახელდება.

იტვირთბა....