საუდის არაბეთმა ირანზე მრავალი საპასუხო გაუხმაურებელი დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას Reuters-ი დასავლელ და ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ საუდის არაბეთის თავდასხმები, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი, პირველი შემთხვევაა, როდესაც სამეფომ პირდაპირ განახორციელა სამხედრო ქმედება ირანის ტერიტორიაზე და აჩვენებს, რომ ერ-რიადი გაცილებით გაბედულად იცავს თავს რეგიონული მეტოქისგან.
ორი დასავლელი ჩინოვნიკის თქმით, საუდის არაბეთის საჰაერო ძალებმა დარტყმები მარტის ბოლოს განხორციელდა. ერთ-ერთმა მათგანმა განმარტა, რომ ეს იყო პასუხი ირანის მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებული დარტყმისთვის.
Reuters-ი წერს, რომ კონკრეტული სამიზნეების შესახებ ინფორმაცია ვერ მოიპოვა.
სააგენტოს ცნობით, კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა პირდაპირ არ დააკონკრეტა, განხორციელდა თუ არა დარტყმები. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სააგენტოს შეკითხვას არ უპასუხა.

