აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სერბეთი ნატო-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს

სერბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სერბეთის ისტორიაში პირველად, ქვეყანა ნატო-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს.

წვრთნები, სახელწოდებით „ნატო-სერბეთი“, ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში ტარდება და 23 მაისამდე გაგრძელდება.

სერბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 ჯარისკაცი სერბეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან, ასევე დამკვირვებლები ნატო-ს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან.

„ეს მნიშვნელოვანი წვრთნებია. სერბეთი მასპინძელი ქვეყანაა და წვრთნები სერბეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის პოლიტიკის სრული დაცვით ტარდება“, – განაცხადა ნატო-ს ოფიციალურმა პირმა მედიასთან საუბარში.

ცნობისთვის, სერბეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის. ბელგრადი ამას ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკით ხსნის. თუმცა, ქვეყანა თითქმის 20 წელია ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის წევრია და ალიანსის წვრთნებში. რეგულარულად მონაწილეობს.

იტვირთბა....