აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სი ძინპინთან ირანთან დაკავშირებით ხანგრძლივი საუბარი მექნება” – დონალდ ტრამპი 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პეკინში ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ირანის ომზე ხანგრძლივ საუბარს გეგმავს.

ამასთან, ტრამპის თქმით, არ ფიქრობს, რომ აშშ-ს ირანთან კონფლიქტის დასასრულებლად ჩინეთის დახმარება დასჭირდება.

„არა მგონია, ირანთან რაიმე დახმარება დაგვჭირდეს. მშვიდობიანად თუ სხვაგვარად მოვიგებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთში გამგზავრებამდე.

კითხვაზე, რა გზავნილი აქვს სი ძინპინს ირანთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა: „გულწრფელად რომ ვთქვა, ის შედარებით კარგად იქცევა. ბლოკადას თუ შეხედავთ, პრობლემა არ არის. ისინი ნავთობის დიდ ნაწილს ამ ტერიტორიიდან იღებენ. არანაირი პრობლემა არ გვქონია. ის ჩემი მეგობარია“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ჩინეთში გაემგზავრა. ტრამპს თან ახლავს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი, ერიკ და ლორა ტრამპები და სხვები.

იტვირთბა....