აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ანდრეი ერმაკის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არსებული ბრალდება უსაფუძვლოა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ადვოკატმა, იგორ ფომინმა განაცხადა, რომ ერმაკის წინააღმდეგ არსებული ბრალდება უსაფუძვლოა.

„შემიძლია განვაცხადო, რომ ფულის გათეთრების საკითხი, ჩემი აზრით, უსაფუძვლოა. ვფიქრობ, მთელი ეს სიტუაცია გამოწვეულია საჯარო ზეწოლით. ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს შემხვედრია ასეთი ზეწოლა სამართალდამცავ ორგანოებზე, რომ ბატონ ერმაკისთვის ბრალი წარედგინათ. ჩემი აზრით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, არასდროს არსებობდა და ვერც იარსებებს, რომ მას რაიმე სისხლისსამართლებრივი ბრალდება წარედგინოს“, – განაცხადა ფომინმა.

როგორც იგორ ფონინმა განმარტა, ბრალდების წარდგენა დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ბრალი წაუყენეს 460 მილიონი გრივნის გათეთრების საქმეში. უწყებები აღნიშნავენ, რომ თანხა კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაში იქნა ჩადებული.

იტვირთბა....