უნგრეთში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უნგრეთის პრეზიდენტმა, ტომაშ შუიოკმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიერ წარდგენილ, 16 მინისტრის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
მინისტრებისთვის თანამდებობაზე დანიშვნის მოწმობების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ორბანი გახდა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა რომულუს რუსინ-სენდიმ, ხოლო ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა იშტვან კაპიტანიმ დაიკავა.
ადგილობრივი დროით 16:00 საათზე პეტერ მადიარი მინისტრებს პარლამენტში წარადგენს, ხოლო შემდეგ ისინი დეპუტატების წინაშე ფიცს დადებენ.
შეგახსენებთ, პეტერ მადიარი უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გასულ შაბათს დაამტკიცა.

