აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიამ „თავი ხელში უნდა აიყვანოს“, რადგან სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ჩამორჩენის რისკი არსებობს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანიამ „თავი ხელში უნდა აიყვანოს“, რადგან, მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ჩამორჩენის რისკი არსებობს.

„გამოწვევები ძალიან დიდია, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავად ვქმნიდით პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც ახლა გვიწევს. ჩვენ უბრალოდ ვერ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის მოდერნიზება. ამიტომ გერმანიამ ძალა უნდა მოიკრიბოს. გერმანია უნდა გაუმკლავდეს სტრუქტურულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრასაც მრავალი წლის განმავლობაში ვაჭიანურებდით, პრობლემებს, რომლებიც, შესაბამისად, მუდმივად იზრდებოდა. თქვენ ეს იცით, ეს ჩვენ, ყველამ ვიცით“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა, რასაც, „როიტერის“ ცნობით, უკმაყოფილება, შეძახილები, სტვენა და დაცინვა მოჰყვა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მაღალი ხარჯები და ბიუროკრატია აზიანებს ბიზნესს, ასევე საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებსა და მომავალი თაობების კეთილდღეობას.

იტვირთბა....