აშშ 53 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის სესხად გაცემას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით აშშ-ის სტრატეგიული ნავთობის რეზერვიდან 53 მილიონ ბარელზე მეტ ნედლ ნავთობს გასცემს სესხად.
ნავთობის ფასები ირანში ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. 12 მაისის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 106,4 დოლარია, ხოლო ამერიკული ნავთობის ღირებულება 100 დოლარს აღემატება.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხება სამ ფიზიკურ პირს და ცხრა კომპანიას. როგორც ცნობილია, სანქცირებული პირები და კომპანიები ჩინეთში ირანული ნავთობის გაყიდვასა და გადაზიდვის ხელშეწყობაში მონაწილეობდნენ. სანქცირებულ კომპანიებს შორის არიან ჰონგ-კონგში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ომანში დაფუძნებული ფირმები.

