აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბატონი პეტერ ფიშერი პენსიაზე გადის, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვეღარ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც ეს შეძლო ქართულ-გერმანული ურთიერთობების შემთხვევაში” – შალვა პაპუაშვილი

თუ საჭიროდ ჩათვლის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შეუძლიათ დაიბარონ [პეტერ ფიშერი] და შესაბამისი გასაუბრება ჰქონდეს – პეტერ ფიშერი რამდენიმე კვირაში დატოვებს საქართველოს, ვიცით, რომ ის აქედან პენსიაზე გადის პირდაპირ, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვერ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც სამწუხაროდ, შეძლო ეს ქართულ-გერმანული ურთიერთობაში, – ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, სადაც ის, მის მიმართ პაპუაშვილის განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს.

პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო რეაგირება ექნება.

„ხალისი არ მაქვს ამ ადამიანის მტრულ თავდასხმებზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. თუ საჭიროდ ჩათვლის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შეუძლია, დაიბაროს და შესაბამისი გასაუბრება ჰქონდეს. ვიცით, როდესაც ის მისმა სამინისტრომ გაიწვია კონსულტაციებზე ბერლინში, ის დაბრუნდა, საქართველოში დააბრუნეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმ შეთანხმებით და პირობით რომ საქართველოზე ასეთ თავდასხმებს არ ექნებოდა ადგილი. ეს პირობა, სამწუხაროდ, დარღვეულია როგორც ელჩის მხრიდან და ასევე ვხედავთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ ამ პირობას არ იცავს. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება სათანადო რეაგირება, როდესაც საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი მტრული თავდასხმებით გამოირჩევა სახელმწიფოს და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

პეტერ ფიშერი რამდენიმე კვირაში დატოვებს საქართველოს, ვიცით, რომ ის აქედან პენსიაზე გადის პირდაპირ, რაც კარგია იმ მხრივ, რომ ვერ დააზიანებს ვერცერთ სხვა ერს, როგორც სამწუხაროდ, შეძლო ეს ქართულ-გერმანული ურთიერთობაში“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

იტვირთბა....