ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახლობლები და პოლიცია 16 წლის ნინი კვაჭანტირაძეს ეძებენ

 

ახლობლები და მეგობრები 24 საათია 16 წლის ნინი კვაჭანტირაძეს ეძებენ. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. უცნობია რა ვითარებაში გაქრა გოგონა. ახლობლების ინფორმაციით, მათ იპოვეს მისი მობილური ტელეფონი, თავად გოგონა კი გაუჩინარდა.

თუმცა შსს ტელეფონის პოვნის ფაქტს არ ადასტურებს, როგორც “მეტრონომს” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თეა თოდუამ განუცხადა ტელეფონი, რომ ახლობლებს ეპოვნათ მათთვის ცნობილი იქნებოდა.

შსს-ში „მეტრონომს“ განუცხადეს, რომ გოგონას შესახებ ინფორმაცია აქვთ და გამოძიება დაწყებულია.

„მეტრონომის“ გადაწყვეტილებით, ქვეყნდება გოგონას ფოტო და სახელი და გვარი, იმედით, რომ დავეხმარებით საქმის სწრაფად გამოძიებას.

 

იტვირთბა....