აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს

საკრუიზო გემიდან, სადაც ჰანტავირუსი გავრცელდა, 28 მგზავრი თვითმფრინავით ნიდერლანდებში გადაიყვანეს.

ორი სპეციალური რეისი ეინდჰოვენის აეროპორტში დაეშვა.

ამასთან, ნიდერლანდების ერთ-ერთმა კლინიკამ 12 თანამშრომელი ექვსი კვირით კარანტინში მოათავსა, რადგან პერსონალმა პაციენტის ანალიზები სათანადო დაცვის გარეშე დაამუშავა. კლინიკაში აცხადებენ, რომ ინფიცირების რისკი მინიმალურია.

როგორც ცნობილია, საკრუიზო გემზე ჰანტავირუსით სულ სამი ადამიანი დაიღუპა – ორი ნიდერლანდელი და ერთი გერმანელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰანტავირუსით ინფიცირების შვიდი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ამასთან, მედია იტყობინება, რომ ჰანტავირუსი დაუდასტურდა მადრიდში კარანტინში მყოფი ესპანელთაგან ერთ-ერთს, თუმცა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ის ერთ-ერთია 14 ესპანელს შორის, რომლის გემიდან ევაკუაციაც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა.

საკრუიზო გემი ჯერ კიდევ ზღვაშია და 17 მაისს მიაღწევს ნიდერლანდებს.

იტვირთბა....