აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკავშირმა რუსეთის იზოლირების მცდელობისას საქართველოზე „წაიბორძიკა“ – მიხაილ კალუგინი

ევროკავშირმა რუსეთის იზოლირების მცდელობისას საქართველოზე „წაიბორძიკა“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლამ და რესპუბლიკის საქმეებში ჩარევამ ბრიუსელისთვის მოულოდნელი შედეგი გამოიწვია. თბილისში პრაგმატიზმი გაძლიერდა, რაც ქვეყნისა და ხალხის ფუნდამენტურ ინტერესებს ეყრდნობა. თითქოს ევროკავშირს შესაბამისი დასკვნები უნდა გამოეტანა, თუმცა ეს ასე არ არის და კიდევ უფრო მეტად მიმართავს შანტაჟსა და მუქარას, რათა საქართველოს კურსის შეცვლა აიძულოს“, – განაცხადა კალუგინმა.

მისი თქმით, „ბრიუსელი საჯაროდ მოითხოვს, რომ საქართველო ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს“.

„ბრიუსელი საჯაროდ მოითხოვს, რომ საქართველომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ენერგეტიკული ემბარგო დააწესოს და სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყვიტოს, მათ შორის ფრენები. ნათელია, რა შედეგები ექნება ამას საქართველოს ეკონომიკისთვის. თუმცა, ევროკავშირს ეს არ ადარდებს. მათთვის მთავარია რუსეთს ზიანი მიაყენონ, თუნდაც საქართველოს ინტერესების ხარჯზე. ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველო ნათელი შეხსენებაა იმისა, თუ რა ემართებათ ქვეყნებს, როდესაც რუსეთი წარმატებას აღწევს. თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს. იმის გამო, რომ საქართველო თავისი მფარველების თავსმოხვეულ ნაკარნახევს არ მიჰყვება, ის წარმატებით ვითარდება“, – აღნიშნა კალუგინმა.

იტვირთბა....