ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ ირანი „ყველა სცენარისთვის მზადაა“ და შეერთებული შტატები სამხედრო ოპერაციას თუ განაახლებს, „სიურპრიზს მიიღებს“.
ღალიბაფის განცხადებით, ვაშინგტონმა უნდა აღიაროს ირანელი ხალხის უფლებები, როგორც ეს სამშვიდობო შეთანხმების 14-პუნქტიან მოთხოვნებშია აღნიშნული.
„ნებისმიერი სხვა მიდგომა სრულიად უშედეგო იქნება. ერთი წარუმატებლობა მეორეს მიჰყვება“, – წერს ირანის პარლამენტის სპიკერი.
ამასთან, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აღნიშნავს, რომ რაც უფრო დიდ ხანს გააჭიანურებს შეერთებული შტატები შეთანხმების მიღწევას, მით მეტს გადაიხდიან ამერიკელი გადასახადის გადამხდელები.

