სირიაში საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ალეპოს გარეუბანში მდებარე კლინიკას საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშე” ეხმარებოდა.
გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც და ექიმებიც.
BBC-ის ცნობით, ადგილობრივები ბრალს სირიის ხელისუფლებასა და რუსეთის სამხედროებს სდებენ, თუმცა ამ დროისთვის ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ბოლო პერიოდში სირიაში საბრძოლო მოქმედებები გააქტიურდა. განსაკუთრებით კი ალეპოს პროვინციაში. გაეროს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს მიმართა და სირიის სამშვიდობო პროცესის გადარჩენისკენ მოუწოდა.